ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით. შეთანხმების პირობები ღაზის სექტორიდან ისრაელის თემების მიმართულებით სარაკეტო სროლის დაწყებით დაირღვა. ირანი ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სიონისტმა კრიმინალებმა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით მკვლელობის ახალი რაუნდი დაიწყეს. მდგომარეობა კი ასეთია, ჰამასი უარს აცხადებს გატაცებული ქალების დაბრუნებაზე, ისრაელი კი საპასუხოდ ცეცხლს ხსნის, რის შედეგადაც კიდევ ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 137 ადამიანი რჩება. სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ კი ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა.