გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვისთვის ახალ კამპანიას იწყებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია შედგა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკურ პარტიების, მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორ შეძლებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ღირებულებებისადმი პატივისცემის ამაღლებას საზოგადოებაში და არის თუ არა მარგველაშვილის შეთავაზება საკონსტიტუციო კომისიის ალტერნატივა