კონკურსი მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის შესარჩევად  

10 მარტი 2017, 00:00 4974 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად უმაღლესი საბჭო კონკურსს გამოაცხადებს. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის უფროსის განცხადებით მზადდება დოკუმენტაცია,  კონსურსი სავარაუდოდ მიმდინარე, ანუ საგაზაფხულო სესიის დროს გამოცხადდება. უმაღლესმა საბჭომ უნდა დააკომპლექტოს კომისია რომელიც კონკურსანტებიდან სამ საუკეთესოს შეარჩევს და ისევ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, გასულ წელს ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. იგი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. ამ შემთხვევაშიც კანდიდატის დასახელების უფლება აქვს იმ ფრაქციას, რომელიც ყველაზე მეტი წევრითაა წარმოდგენილი საბჭოში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი