“როგორ გაჩნდნენ დევები“ ანიმაციის პრეზენტაცია

29 ნოემბერი 2023, 10:05 509 ნახვა

ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. შავ-თეთრი ანიმაცია “როგორ გაჩნდნენ დევები“ საბავშვო მწერლის დალი თედორაძის ზღაპრის მიხედვით შეიქმნა, ვიზუალური ნაწილი კი მოსწავლეების ჩართულობით შეიქმნა.

სპეციალურად პროექტისთვის მოზარდებმა პერსონაჟები და ზღაპრის ეპიზოდები დახატეს, რომელიც შემდეგ ანიმაციაში გამოიყენეს.

პროექტმა “საბავშვო ნახატებით შექმნილი ორიგინალური ანიმაციური ფილმი“ აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა.

ფილმის პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში