აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, პრევენცია და შედეგები - საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფმა ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყენებული შხამქიმიკატების უარყოფით და დადებით მხარეებზე ისაუბრეს.
ტრენინგზე აღნიშნეს, რომ პესტიციდების გამოყენება უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და აუცილებელია ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების გამოყენებისას მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შეფასება.