ისრაელ-ჰამასის შეთანხმება

25 ნოემბერი 2023, 10:18 513 ნახვა

ჰამასმა ტყვედ აყვანილი 24 მძევალი გაათავისუფლა. მათი ტრანსპორტირება ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე, რაფაჰის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე წითელმა ჯვარმა უზრუნველყო.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულ ჯგუფს შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და 1 ფილიპინელია. თავის მხრივ ისრაელმა 39 პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის არიან ქალები და არასრულწლოვნები. გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა.

შეთანხმების მიხედვით ჰამასმა 50 მძევალი, ისრაელმა კი საპატიმროებიდან 15 პალესტინელი უნდა გამოუშვას. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მძევალს და დაკარგულ ადამიანს დააბრუნებს. ასევე უკვე მიიღეს მეორე ეტაპზე გასათავისუფლებელი მძევლების სიაც, რომელთა მორიგი გაცვლაც დღეს შედგება.

ასევე ისრაელი მზად არის "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოველი 10 მძევლის სანაცვლოდ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 24 საათით გაახანგრძლივოს.

ტერორისტული ორგანიზაციის პოზიცია, ამ წინადადებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი