შს სამინისტრო ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. უწყების აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობას ასევე წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.