ერდოღანის ვიზიტი გერმანიაში

18 ნოემბერი 2023, 12:00 534 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს შეხვდა. ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის 2020 წლის შემდეგ ბერლინში პირველი ვიზიტია. შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და მიგრაციის საკითხზე ისაუბრეს.

ერდოღანის განცხადებით, პალესტინურ მიწებზე ისრაელის თავდასხმები უნდა შეწყდეს და მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ოლაფ შოლცმა კი აღნიშნა, რომ შეხედულებები მასსა და ერდოღანს შორის განსხვავებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან მიმართებით. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა და ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის.

შეხედულებების მკვეთრი განსხვავების ფონზე, ლიდერები თანხმდებიან რომ აუცილებელია მარცვლეულის შეთანხმების შენარჩუნება რუსეთ უკრაინის კონფლიქტის ფონზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი