უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა

12 ნოემბერი 2023, 12:00 563 ნახვა

სუსის მიერ დაკავებულ რუსეთის და აზერბაიჯანის  მოქალაქეებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე სუსმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გუშინ დააკავა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი