ოკუპანტი აგრძელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე. ხერსონის დაბომბვისას დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის გენშტაბის ცნობით გასულ დღეს ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა.
ოკუპანტის ყველაზე მაღალი აქტივობა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით შეინიშნება.
გენშტაბის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მტრის 10 შეტევა მოიგერიეს.
უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალები ხერსონსა და რეგიონზე თავდასხმებს უპასუხებენ.