შეზღუდვა გაზმომარაგებაში

09 ნოემბერი 2023, 12:00 679 ნახვა

დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის აბონენტებს. მიზეზი, როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას ინფორმაციით, გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის ხვალიდან დაიწყება, 13 საათიდან და 11 ნოემბერს დღის ბოლომდე დასრულდება.

სოკარი აფრთხილებს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და აირის ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი