ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა ტერიტორიები, სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.