4 ნოემბერი აჭარის ტელევიზიის დაბადების დღეა - არსებობის 36 წლის მანძილზე არხმა მრავალი ქარტეხილი და ქვეყანაში მიმდინარე ძირფესვეული ცვლილებები გამოიარა, თუმცა მუდმივად რჩებოდა და რჩება მოვლენების ეპიცენტრში და ერთგული მაყურებლის გულში.
ბოლო 10 წელია ჩვენი ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებელია და საინფორმაციო და შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და გათვლილია მოსახლეობის ყველა ჯგუფსა და კონტიგენტზე.