აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

03 ნოემბერი 2023, 10:05 647 ნახვა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეზღუდვები დაუწესა ათობით ადამიანსა და კომპანიას თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთმა ტექნოლოგიის, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტი განახორციელა, რომელიც საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა.

აშშ-ის ხაზინის ახალი სანქციების ცალკეული ბლოკი მოიცავს რუსეთის ფედერაციის ათეულობით სამხედრო-სამრეწველო კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ იმპორტს, ასევე ყიდიან სამრეწველო აღჭურვილობას.

გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.

აშშ-მ გააფართოვა სანქციები რუსული საბანკო სექტორების წინააღმდეგ. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი