ავტობუსის მძღოლების დაჯილდოება

02 ნოემბერი 2023, 11:15 625 ნახვა

ტრანსპორტელების კვირეულის ფარგლებში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები და ავტოტრანსპორტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  ავტოტრანსპორტის 40-მდე მძღოლსა და თანამშრომელს მადლობის სიგელები გადაეცათ.

,,ბათუმის ავტოტრანსპორტის" ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ავტოტრანსპორტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. 

2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორისაა 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. სიახლეა  გადახდის სისტემაშიც. 

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ბათუმის ზოგადოებრივ ტრანსპორტში მგავრობის საფასური  თიბისი ბარათით გადაიხადონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი