პირველი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, ქართულ ბაზარზე გავლენას არ მოახდენს - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

02 ნოემბერი 2023, 11:10 978 ნახვა

პირველი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი იკრძალება. რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში ხორბლის შემოტანაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ქვეყანა რუსეთიდან რბილი კატეგორიის ხორბალს ყიდულობს, – ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს.

როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც პურის წარმოების ინდუსტრიაში გამოიყენება და საქართველოში იმპორტირდება.

მათივე განმარტებით, დადგენილების პროექტი ეხება მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას, რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება.

„აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს რომელიც გამოიყენება პურის ინდუსტრიაში და რომელიც შემოდის საქართველოში. აქედან გამომდინარე არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე. გვინდა, აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოში დღეს არსებობს ორ თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისად ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება“, – აცხადებენ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი