ლევან დავითაშვილი გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო. მინისტრმა ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დაათვალიერა, რომელთა მშენებლობასაც ახალ გუდაურში ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს. ვიცე-პრემიერის თქმით, განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.