ქალზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა - პროკურატურა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

26 ოქტომბერი 2023, 14:05 558 ნახვა

ქალზე ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გირაოს შეფარდებას  საქართველოს პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, თბილისში ბრალდებულმა ქალზე  გენდერული დისკრიმინაციის მოტივით  იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

იმის მიუხედავად, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი