„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ვერ იყოფენ ფულს, რომელიც თავის დროზე საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარეს - მდინარაძე

26 ოქტომბერი 2023, 13:20 461 ნახვა

ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ, რომ რამენაირად არ დაჰბრალდეს სტატუსის მიღება ხელისუფლებას. რა ვიცი, ვის უნდა დაჰბრალდეს, ვინც რა უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ. მოგვცენ კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ხაბეიშვილსა და მელიას აქვთ მეტი რესურსი ერთ აზრზე იყვნენ, რადგან ერთი დავალების ქვეშ მოქმედებენ. ამ ვითარებაშიც კი, როცა მესიჯ-ბოქსიც ერთი აქვთ ამ ქვეყნისათვის, ერთი მავნე მიმართულებით საერთო მესიჯ-ბოქსით და მიზნებით მოქმედებენ. ქვეყნის წინააღმდეგაც მოქმედებენ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. მათ სკანდალური ამბავი გაუსკდათ - ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ, რომ რამენაირად არ დაჰბრალდეს სტატუსის მიღება ხელისუფლებას. რა ვიცი, ვის უნდა დაჰბრალდეს, ვინც რაც უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ. მოგვცენ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ მთავარი მოცემულობა ისაა, რის თქმასაც ვერ ბედავენ. დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამას ვერც პრეზიდენტს და ვერც ნებისმიერ ოპონენტს ვერ წამოაცდენინებთ. ერთი დღე მაინც რომ გვქონდეს ისეთი, რომ გადადონ ყველაფერი გვერდზე და თქვან, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამას ვერ ბედავენ და დანარჩენზე რაზე ვლაპარაკობთ?! „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ვერ იყოფენ ფულს, რომელიც თავის დროზე საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარეს და შიდა გავლენებს ვერ იყოფენ“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს.

"დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან.

ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია სტატუსი მივიღოთ. მთავარია გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“, და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით დეკემბერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი