როდის განახლდება დეკანოზის დაკითხვა?

06 მარტი 2017, 00:00 2704 ნახვა

ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა. ადვოკატები მის მონახულებას  დღესაც  აპირებენ. თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ ისინი უცნობია, თუმცა სატელეფონო საუბარში ადვოკატი ამბობს,  რომ იმის მიუხედავად, რომ დაკავებულის ოჯახის წევრები პროკურატურაში დაიბარეს,  მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. გიორგი ფანცულაის თქმით, პროკურატურა ადვოკატებს ჯერ არ შეხმიანებია. საგამოძიებო უწყებაში კი  დაკითხვის განახლებასთან და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ  და ამბობენ, რომ ეს არასაჯარო ინფორმაციაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი