სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელოდება საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.
"საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.