პარლამენტის ნდობის ჯგუფმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნდობის ჯგუფის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი წარუდგინა, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჯარო ფორმატში არ განიხილება.
შეხვედრას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.