USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 

12 ოქტომბერი 2023, 11:03 602 ნახვა

სკოლა-ბიზნეს ფორუმი აჭარაში.  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები ბიზნეს სექტორს  გააცნეს, ხედვები გაუზიარეს  და  დაფინანსების  მოპოვებას  შეეცადნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 13  პროექტი, რომელთა მიზანიც  სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის  მოგვარებაა.

პროექტები სკოლებში განხორციელდება და მასში მოსწავლეები იქნებიან  ჩართული, ფორუმის მონაწილე მოსწავლეებს  სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც ექნებათ.  სკოლა-ბიზნეს ფორუმი წელს მეორედ გაიმართა, პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა მონაწილეობს.

დაჯილდოვდნენ ის კომპანიებიც, რომლებმაც გასულ წელს  მოსწავლეთა პროექტებს მხარი დაუჭირეს.   ფორუმი უესეიდ-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში  ტარდება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი