აქცია ბათუმში

08 ოქტომბერი 2023, 14:15 1038 ნახვა

ადვოკატს ვირჩევთ ჩვენ! დაცვის უფლება გარანტირებულია! დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დაისაჯოს დამნაშავეები - ამ სახელწოდების ტრანსფარანტებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამართლიან სასამართლოს, სიტყვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას და კონსტიტუციით გარანტირებული  უფლების დაცვას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებმა სასამართლოდან უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი