14 წლის გოგოს მკვლელობის საქმე

07 ოქტომბერი 2023, 15:00 664 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ 14  წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს. არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  

ოჯახს აინტერესებს, საიდან ჰქონდა, 28 წლის კაცს იარაღი, საიდანაც გასროლა განახორციელა. ამ დრომდე მთელი კახეთის მასშტაბით, ძებნის სპეცოპერაცია მიმდინაროებს.

როგორც ირკვევა, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა. ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი