„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია აგრარულ ფორუმს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს.
აჭარის აგრარული შესაძლებლობები და საექსპორტო პოტენციალი იქნება ძირითადი სასაუბრო თემები, რომლის შესახებაც მომხსენებლები 2 დღის განმავლობაში ისაუბრებენ.
გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.
ფორუმში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები მონაწილეობენ.