ბუნებრივი აირის მიწოდება დღეიდან ეტაპობრივად დაიწყება

05 ოქტომბერი 2023, 09:59 805 ნახვა

"სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 საათიდან დაიწყება.

კომპანიის განმარტებით, ქუჩები ეტაპობრივად ჩაირთვება და ეს პროცესი შესაძლოა 7 ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის გათიშვა უხვი ნალექის შედეგად „სოკარ ჯორჯია გაზის“ 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი