უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

03 ოქტომბერი 2023, 14:44 805 ნახვა

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური.

"მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია. მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და გამოდარებისთანავე დაიწყება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში