მდინარეების დათევზიანება აჭარაში - ინიციატივა აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია „მაჭახელასა“ და „სპინინგ კლუბ ბათუმს“ ეკუთვნის. საუბარია წითელწინწკლა, ნაკადულის კალმახზე, რომელიც გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეყვანილი.
ინიციატორებმა ამჯერად მდინარე მაჭახელაში კალმახის ხუთი ათასი ლიფსიტა გაუშვეს, რომელიც შემოწირულობებით აგროვებული თანხით შეიძინეს. შემდეგი ლოკაცია მდინარე კინტრიში იქნება.