ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის 15 წელი საქართველოში

01 ოქტომბერი 2023, 15:00 480 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის 15 წელი საქართველოში - 15 წლის წინ აგვისტოს ომის შემდეგ 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება საქართველოში. 

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა საზოგადოებას გააცნო  მისიის საქმიანობა, მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრული სტრუქტურების ინფორმაცია. მისი თქმით 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

კარაბალისმა ისაუბრა პრობლემებზე, მათ შორის საოკუპაციო ზოლთან თვითნებურ დაკავებებზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში