საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ.
დანაშაული სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 28 სექტემბერს დააკავა.