პაკისტანში მეჩეთთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

29 სექტემბერი 2023, 14:01 698 ნახვა

სულ მცირე   52 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში აფეთქების შედეგად. შემთხვევა ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიური მსვლელობის დროს ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ აფეთქება თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე