ხვალ გონიოს ციხეში “ხელვაჩაურის დღეები“ გაიმართება

21 სექტემბერი 2023, 11:15 900 ნახვა

სახალხო ზეიმი “ხელვაჩაურის დღეები“ ხვალ გონიოს ციხეში 17 საათიდან დაიწყება. მოეწყობა ლაზური, მაჭახლური, აფხაზური კუთხეები. ხელვაჩაურის 11 სხვადასხვა ადმინისტრაციიდან წარმოდგენილი იქნება ისტორიული მასალები, ტრადიციული კერძები და რეწვის ნიმუშები.

ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და სხვადასხვა სოლო-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილია საპატიო ხელვაჩაურელების დაჯილდოებაც

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში