ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ - შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2023, 12:33 604 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ითანამშრომლებენ პარლამენტის მიერ პარლამენტის არხის ამოქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებებების ტრანსლაციას, რომლის შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას.

„საქართველოს პარლამენტი ღიაობითა და გამჭვირვალობით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო საკანონმდებლო ორგანოებს შორის, რაც არაერთხელაა აღიარებული ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ.

დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი