უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს, ხელი ოფიციალურად მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა. ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ანუ საკანონმდებლო მაცნეში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის დელეგაცია ესწრებოდა, რომელსაც მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.