გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

10 სექტემბერი 2023, 18:40 625 ნახვა

გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ შეხვედრაში გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83-77 დაამარცხა.

გერმანელებს შროდერმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი გერმანიამ, ვერცხლის სერბეთმა და ბრინჯაოსი კი კანადამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ეტაპის გადალახვა მოახერხეს და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი