კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესზე საქართველოს ევროპული მომავალის მიმართულებით“, – წერს ჯოზეფ ბორელი.