გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 11 მოქალაქე გადაარჩინეს, ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები - შსს

08 სექტემბერი 2023, 14:04 532 ნახვა

მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი