ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვინდა, მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე, თუმცა ევროკავშირის წევრობის განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება - ჯოზეფ ბორელი ​

07 სექტემბერი 2023, 19:54 598 ნახვა

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში თქვენს ლამაზ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა განიხილოს მომავალი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით და პირველად საქართველოს პროგრესის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ამ მნიშვნელოვან მომენტის დროს – ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, მხარი დაგიჭიროთ თქვენ ამ გზაზე. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება, კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაც ,რაც ქვეყნებს ეკუთვნით. საჭიროა მათი მოპოვება, მისი მოპოვება საჭიროა სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროკომისიის შეფასებაში წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად რთული სამუშაოს გაწევა არ არის იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, რომ გააბედნიეროს ხალხი ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი