პარლამენტს დღეს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენების გამომწვევ მიზეზებსა და მასზე რეაგირებას ეხება.
თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მაშინ ასევე დღის წესრიგში დადგება ცალკეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერების შესწავლა.
საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება და კითხვებს უპასუხებს.