ივნისის ბოლოდან რუსეთი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავების მიზნით რეკლამებით მიმართავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთსა და ყაზახეთში გამოჩნდა ონლაინ რეკლამები, რომლებიც სთავაზობდნენ საწყის ეტაპზე 5100-ი დოლარის გადახდას და ხელფასს 2 000 დოლარს.
უწყების შეფასებით, რუსეთს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, სურს თავიდან აიცილოს არაპოპულარული შიდა მობილიზაციის ზომები.