აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო აბაშიძე გარდაიცვალა

31 აგვისტო 2023, 17:08 2032 ნახვა

68 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გუნდს გამოაკლდა გამორჩეული თანამშრომელი ალეკო აბაშიძე. ის ტელევიზიის საავტორო შემოქმედებითი გადაცემების მთავარი ოპერატორი იყო, ალეკო აბაშიძე ტელევიზიაში 1992 წლიდან არაერთ გადაცემაზე მუშაობდა. 31 წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა თავის საქმეს და ამ პროფესიაში არაერთ თაობას გაუკვალა გზა. მაუწყებელი თანაუგრძნობს ალეკო აბაშიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი