პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.