უკრაინული პოპ ჯგუფი Kazka -ბათუმშია. ჯგუფის წევრები საქველმოქმედო კონცერტს მართავენ. კონცერტიდან შემოსულ თანხას ისინი უკრაინაში დრონების შესაძენად გადარიცხავენ.
როგორც ჯგუფის სოლისტი საშა ამბობს, ახლა მის სამშობლოს ყველას მხარდაჭერა სჭირდება.
ჯგუფი კაზკა ქმნის მუსიკას, რომელიც ელექტრო-ფოლკის ელემენტებითაა გაჯერებული. პოპ ჯგუფის სიმღერა "Plakala" პლანეტის 100 ყველაზე ცნობილ სიმღერას შორის მოხვდა და ლოკალური არტისტების ყველა რეკორდი მოხსნა.