თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა.
ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.