დიმიტრის  ავრამოპულოსის  ვიზიტი 

27 თებერვალი 2017, 00:00 2120 ნახვა

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გავლილი გზა და სამომავლო გეგმები განიხილება ოფიციალურ შეხვედრებზე თბილისშიც. ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტს და პრემიერთან, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. მანმადე კი ევროკომისარმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან არაოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა. დიმიტრის ავრამოპულოსი და გიორგი კვირიკაშვილი განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ავრომოპულუსის განცხადებით, რამდენიმე დღეში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მგზავრობას შეძლებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი