ინადირეთ კანონის დაცვით! არავითარი ბრაკონიერეობა და აკრძალული წესებით ნადირობა! - ამას მოუწოდებს აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია „მაჭახელა“ ნადირობის მოყვარულებს.
დღეს საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარაში სეზონის სიმბოლური გახსნა მდინარე ჭარნალის ხეობაში, ადგილობრივ მონადირეებთან ერთად ოფიციალურად აღინიშნა.
სანადირო სეზონის დაწყებამდე მონადირეებმა სიმბოლური გასროლით პატივი მიაგეს მათი მეგობრის, მონადირის ზვიად პატარავას ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონზე ნადირობა მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე მოხდება.