რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.
დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.