უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

18 აგვისტო 2023, 10:26 535 ნახვა

უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი მოსკოვის თავზე ექსპოცენტრის ზონაში დაეცა. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში