შეღავათები მხოლოდ ბათუმისთვის

26 თებერვალი 2017, 00:00 4571 ნახვა

რამდენიმე კილომეტრიანი დაშორებით გამოწვეული განსხვავება - გამოშვებას კვლავ დაბა ჩაქვის მოსახლეობის პრობლემებით განვაგრძობთ. აქ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ბათუმის სკოლების მსგავსად მუნიციპალური ტრანსპორტის ბილეთების შეღავათიანი ფასებით ვერ სარგებლობენ. ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ უწყება ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით მოქმედებს, რაც შეღავათების დაწესებას მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სკოლებისთვის ითვალისწინებს. დაბა ჩაქვის ნაწილი ბათუმში შედის, სკოლის ტერიტორია კი ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში